იურისტი-უფლებადამცველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი-უფლებადამცველი
მომწოდებელი: ჩერნოვეცკის ფონდი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"ლ. ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას იურისტი-უფლებადამცველის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა; სასამართლო გამოცდილების ქონა არის სავალდებულო;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო საქმეებზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი და ზეპირსიტყვიერი) - თავისუფლად საუბარი, იდეალური მართლწერა;
** სხვადასხვა დონის დაწესებულებებისთვის წერილების შედგენის გამოცდილება;
** შედეგის მისაღებად მოტივაციის მაღალი დონე;

ძირითადი მოვალეობები:

** საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მხრიდან შემოსულ მიმართვებზე მუშაობა;
** მოქალაქეთა მიერ ფონდში დახმარების თხოვნით მომართვის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა: წერილების, იურიდიული დოკუმენტების მომზადება, კონსულტაციის გაწევა, კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის მიმართვა, კანონების წერის ცოდნა, გარკვეულ დონეზე მაინც. ფონდში დახმარების თხოვნით მოსული ცალკე აღებული ადამიანის/ოჯახის პრობლემის დეტალური დამუშავება, სამოქმედო გეგმის და ვადების გაწერა, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლო ქმედებების განსაზღვრა;
** სხვადასხვა დაწესებულებებში, სასამართლოში, სამთავრობო სტრუქტურებში გაგზავნილი მიმართვების/წერილების შედეგების კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანთა დახმარების მიზნით სასურველი შედეგის მისაღწევად ზარებისა და შეხვედრების განხორციელება;
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში პრობლემის გაშუქებისთვის, მასალების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარება;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი ქ. თბილისში, სამუშაო გრაფიკი 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება 4000 ლარი + კარგად შესრულებული სამუშაოსთვის გაიცემა პრემია.

აღნიშნულ ვაკანსიაზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი სატესტო დავალებები უნდა შეასრულოს და ელ-ფოსტაზე: mary2019.hr@gmail.com გამოგზავნოს. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი".

სატესტო დავალება: https://docs.google.com/document/d/12bKvJa-uOdVRfP_IDpKPmb-cTtjAp30b2WA2W_hbM0g/edit
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე