ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Metro Trans Logistics
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"Metro Trans Logistics" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
** სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
** საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ახალი კლიენტების/პარტნიორების მოძიება;
** სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის სპეციალისტის, ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (25%).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით), ელექტრონულ მისამართზე: Hr@metrotranslogisticsllc.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე