საწყობის მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მუშა
მომწოდებელი: ჯეო-გლასს
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "ჯეო-გლასსი" სტაბილური და მზარდი კომპანიაა. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს , მის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება, რეალიზაცია, პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ქინძმარაულის ქ. 5/7
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომანქანის დაცლა/დატვირთვა
** პროდუქციის მიღება/დასაწყობება.
** პროდუქციის გადატანა საწყობიდან ცეხში.
** პროდუქციის აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტად ჩაითვლება საწყობში მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა.
** ენერგიულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: hr@geoglass.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საწყობის მუშა".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე