მომსახურების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მომსახურების კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: ყვარელი

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** "კრედოს" ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
** საქმიანობის შესრულება "კრედოს" სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
** კლიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** არსებული თუ პოტენციური კლიენტების დახმარება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა და სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ აპლიკაცია და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მომსახურების კონსულტანტი ყვარელში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 სექტემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე