გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო, საშუალო და მცირე ბიზნესის მიმართულებით გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; სტუდენტებისთვის სწავლის გრაფიკზე მორგებული სამუშაო განაკვეთი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.
** თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით.
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთობის უნარების განვითარებას.
** პრეზენტაციის ჩატარების და საქმიანი მიმოწერის უნარების განვითარებას.
** საინტერესო და პერსპექტიულ სამუშაოს.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა.
** გაყიდვების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების და არხების იდენტიფიცირება.
** მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროების დადგენა და მათთვის ოპტიმალური პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება. პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში.
** კომპანიის ლოიალურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული განათლება.
** სასურველია გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სხარტი აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: khgelovani1@gmail.com 11 ოქტომბრის ჩათვლით და "subject"-ში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე