Back-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back-End დეველოპერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, www.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop აცხადებს ვაკანსიას Back-End დეველოპერის პოზიციაზე.

თუ შენი მიზანია პროფესიული განვითარება, მაშინ აუცილებლად უნდა შემოუერთდე ყველაზე პროგრესულად და სწრაფად მზარდ კომპანიას, რათა მონაწილეობა მიიღო My.Ge-ის პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. გაეცანი ქვემოთ მოცემულ აღწერას და ძალიან სწრაფად გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 09:00-დან 12:00-საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.
ანაზღაურება: 4000 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

** PHP (OOP), რომელიმე PHP MVC framework - თან მუშაობის გამოცდილება( Laravel, symphony, codeigniter etc.)
** JavaScript (ES5 - ES6) მუშაობის გამოცდილება.
** რელაციურ მონაცემთა ბაზების ცოდნა (MYSQL)
** ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (REST/SOAP)
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით

** HTML5, CSS3 - მარკაპირების გამოცდილება
** Angular/Vue/React გამოცდილება
** პიროვნული თვისებები/უნარჩვევები
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის მიღების უნარი;

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონემენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი (British Council Georgia);
** ალგორითმების უფასო სასწავლო კურსი;
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@my.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Back End დეველოპერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე