ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ვიზაჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს "ვიზაჯორჯია" 2013 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ტურისტული და სავიზო მომსახურების სფეროში.

კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მისცეს მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება სავიზო სერვისებისა და სამოგზაურო ტურების მიმართულებით, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო.

კომპანია "ვიზაჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სავიზო სერვისების შესწავლა;
** ახალი სავიზო მიმართულებების ათვისება და დანერგვა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა/კონსულტაცია, სხვადასხვა სავიზო და ტურისტული მომსახურების გაწევა;
** საკონსულოებთან და უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული, ინგლისური და ქართული ენების ცოდნა; (წერა, მეტყველება)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების და ინტერნეტთან მუშაობის სრულყოფილი ცოდნა;
** სიახლის შესწავლის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@visageorgia.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე