ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში. (შესაძლებელია იყოს 3-4 კურსის სტუდენტი)

ოფისის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** შემოსული ზარების, ინფორმაციის და საბუთების გადამუშავება და აღრიცხვა
** გასული და შემოსული წერილების თარგმნა
** კომუნიკაცია კომპანიის პერსონალთან
** მოსული სტუმრების დახვედრა და დაკვალიანება
** მივლინებისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება

ოფისის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, POWER POINT ფლობა.

ოფისის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე .

გრაფიკი და ხელფასი:

სამუშაო გრაფიკი - სრული;
ანაზღაურება - 700 ლარი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@geostar.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე