საწარმოს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge | www.SAXURAVI.ge) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაოს აღწერა:

უზრუნველყოს:

** საამქროში სამუშაო პროცესის წარმართვა და მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიენტთა სრულყოფილი მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** საჭირო მარაგების შექმნა, აღრიცხვა და კონტროლი;
** პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვა და სწორი განლაგება;
** დაზიანებული პროდუქციის დახარისხება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა - ყოველდღიურად საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა);
** თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც საქონლის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
** მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 30 სექტემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საამქროს მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე