ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მონაწილეობას იღებს ჯგუფის მუშაობაში ახალი ნაკეთობების შექმნისათვის და არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციისათვის, უზრუნველყოფს მათ მაღალ ტექნიკურ დონეს, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებთან შესაბამისობას, ტექნიკური ესთეტიკის მოთხოვნებს და წარმოების ტექნოლოგიის ეკონომიურობას;
** აწარმოებს საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს ახლად შესაქმნელ ნაკეთობებზე, ასევე ახდენს არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციისას: ესკიზურ-ტექნიკური პროექტის შემუშავებას და ტექნიკური პირობების შედგენას;
** აწარმოებს ტექნიკურ ანგარიშებს (სიმტკიცეზე, კინემატიკურს, ძალურს, სითბურს და სხვა);
** ქმნის სამუშაო პროექტებს და ნახაზებს;
** ათანხმებს პროექტებს საწარმოს სხვა ქვედანაყოფებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან, ეკონომიურად ასაბუთებს შესამუშავებელ კონსტრუქციებს;
** შეისწავლის და ანალიზს უტარებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული საკონსტრუქტორო დოკუმენტაციას მათი პროექტირებისა და კონსტრუირებისას გამოყენების მიზნით;
** ატარებს სამუშაოებს წარმოების საკონსტრუქტორო უზრუნველყოფისათვის ნაკეთობის საცდელი ნიმუშების დამზადებისას;
ახდენს არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციას;
** მონაწილეობას იღებს ტექნიკური და საკონსტრუქტორო საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც წარმოიშვება: საამქროებში დეტალების, კვანძებისა და აგრეგატების დამზადების; აწყობის, მონტაჟისა დამუშავების დროს, ასევე მიწისზედა და საფრენოსნო გამოცდებისას;
** უწევს კონსულტაციას საამქროებს ნაკეთობების დამზადებისას წარმოების პროცესში;
** მონაწილეობას იღებს ღონისძიებების შემუშავებაში და დანერგვაში: კონსტრუქციის სრულყოფისათვის; ტექნოლოგიურობის ამაღლებისათვის; ნაკეთობების საიმედობისა და რესურსის გაზრდისათვის;
** მონაწილეობას იღებს საწარმოში გამოშვებული ნაკეთობების კონსტრუქციის სრულყოფაში (ხარისხი, საიმედობა, რესურსი და სხვ.);
** კომპეტენციის ფარგლებში, იღებს და ათანხმებს გადაწყვეტილებებს საკამათო კონსტრუქციულ საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვება წარმოების პროცესში საწარმოს სამსახურებს შორის;
** უზრუნველყოფს ნორმატიული დოკუმენტაციის, ქონების, ინვენტარისა და მოწყობილობების დაცულობას, რომლებიც მიმაგრებულია სამუშაო ადგილზე და პირადად ინჟინერზე;
** იცავს შრომის დაცვის წესებსა და ნორმებს, ტექნიკის უსაფრთხოებას, საწარმოო სანიტარიასა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, მოთხოვნებს ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედებების თავიდან აცილების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

სამუშაოს მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამებისა და CAD პროგრამებიდან: CATIA V5, Auto CAD, Mechanical Desktop, Solid Works რომელიმეს ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** პროექტირების სისტემების და მეთოდების ცოდნა;
** ნახაზების გაფორმებისა და სხვა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის გაფორმების სტანდარტების, მეთოდების და ინსტრუქციების მოთხოვნის შესაბამისად შესრულება;
** დასაპროექტებელი კონსტრუქციებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და მათი სერტიფიცირების წესის ცოდნა (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** კონსტრუირებისას ტექნიკური ანგარიშების განხორციელების მეთოდების ცოდნა (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების და მათი თვისებების ცოდნა (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის, კომუნიკაციისა და კავშირის საშუალებების ცოდნა;
** პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნა;
** გამოთვლითი სამუშაობების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის კოპირებისა და გამრავლების მექანიზაციის საშუალებების ცოდნა;
** ეკონომიკის, წარმოების ორგანიზაციის, შრომისა და მართვის საფუძვლების ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - "ინჟინერ-კონსტრუქტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე