ინჟინერ-კონსტრუქტორი/ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი/ელექტრიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორი/ელექტრიკოსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური;
ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

სამუშაოს მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
** ელექტრო-სქემების პროექტირების უნარები და მეთოდები;
** საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შექმნის და გაფორმების სტანდარტები, მეთოდიკა და ინსტრუქციები;
** გამოსაყენებელი მასალები და მათი თვისებები;
** თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის, კომუნიკაციის, კავშირის საშუალებების და ავტომატიზირებული პროექტირების სისტემების საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, აგრეთვე CAD პროგრამებიდან ერთ-ერთის: CATIA V5, AutoCAD, Mechanical Desktop, Solid Works ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ - "ინჟინერ-კონსტრუქტორი/ელექტრიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე