მშენებლობის მენეჯერი/მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის მენეჯერი/მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: რუმსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "Rooms" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის (მთავარი ინჟინრის) პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

** მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სარემონტო-სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა № 2-ფორმა № 3 -ის შედგენა;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე ჩასატარებელი ამა თუ იმ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიება, კვალიფიციურ მუშა-მოსამსახურეთა მობილიზება და ობიექტზე მიყვანა; ამასთან ერთად ამა თუ იმ სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო ამა თუ იმ სპეცტექნიკის მოძიება და მობილიზება;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე, სამუშაოთა მწარმოებლების, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მეთვალყურეობა და გადამოწმება;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინერის საქმიანობის კონტროლი;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი სამშენებლო მასალების მოთხოვნის წარდგენა არაუგვიანეს შეძენამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე შესაბამის შესყიდვების სამსახურთან;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი;
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების გადამოწმება, ვიზირება და წარდგენა ფინანსურ სამსახურთან;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა მოლაპარაკებების წარმოება დამკვეთებთან და შემსრულებლებთან;
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ დეფექტური აქტის და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** სატენდერო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და დეფექტური აქტის შედგენა.
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა (სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
** მკაცრად გააკონტროლოს და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სამუშაოთა მწარმოებლის, ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიერ ამა თუ იმ შესყიდვის შესახებ ობიექტისთვის საჭირო სხვადასხვა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მოთხოვნის მართებულობა, მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი მასალების მოცულობა და სპეციფიკაცია ობიექტებზე საჭირო მასალების რაოდენობასა და სპეციფიკაციას; დააფიქსიროს ნებისმიერი გადაცდომა და მიუთითოს მომთხოვნ პირს აღნიშნულის თაობაზე; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია სწორია, დაუყოვნებლივ გადასცეს შესყიდვების სამსახურს შემდგომი ქმედების განსახორციელებლად.
** მკაცრად გააკონტროლოს და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სამუშაოთა მწარმოებლისაგან, ან/და სხვა ნებისმიერი პირისაგან ამა თუ იმ ობიექტზე, მუშა-მოსამსახურეთა მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი სახელფასო უწყისი; ხოლო მისი მხრიდან დადასტურების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული დოკუმენტი ფინანსურ სამსახურს.
** ყველა იმ დავალების შესრულება, რაც პირდაპირ არაა გათვალისწინებული ზემოთჩამოთვლილ პუნქტებში, თუმცა შესასრულებლად სავალდებულოა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 30-65 წლის
** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო სფეროში;
** სამშენებლო-სარემონტო სისტემების კარგი ცოდნა;
** თანამედრვე სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ტექნოლოგიების კარგად ცოდნა
** სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის ცოდნა (შემომტანები, ბაზები, ფასები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2019 წლის 1 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rums.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე