დემი შეფ დე პარტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფ დე პარტი
მომწოდებელი: SOMINEÉ
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
რესტორანი "SOMINEÉ" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფ დე პარტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, საქმისადმი თავდადებულ, ერთგულ შეფ-მზარეულებს. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, მსოფლიო დონის შეფ-მზარეულთან ერთად შეიმუშაოთ ახალი, ქართული კერძების კონცეფცია და შეისწავლოთ კერძის მომზადების ხელოვნება.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ზოგადი პასუხისმგებლობები:

** პასუხისმგებლობის გაზიარება ინვენტარის მართვაზე და სერვისზე;
** უზრუნველყოს კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა
** უზრუნველყოს სამზარეულოში მაღალი დონის დისციპლინის შენარჩუნება.
** საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** პერსონალის მართვა, დავალებებისა და მიმართულებების მიცემა
** სამზარეულოში ყოველდღიური მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა;
** გააკონტროლოს სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის პრეზენტაცია, ტემპერატურა და ხარისხი.
** უზრუნველყოს თანამშრომელთა ორგანიზებული მუშაობა მაღალი ხარისხის მისაღწევად;
** დაესწროს სემინარებსა და სასწავლო კურსებს.

დამატებითი ინფორმაცია:

** ყოველ ექვს თვეში მოხდება თანამშრომლის გაწეული სამუშაოს შეფასება, დაწინაურების პერსპექტივით;
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@monographtbilisi.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე