მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სწრაფი კვების ობიექტი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სწრაფი კვების ობიექტი (საოჯახო, მზა საკვების ქართული და ევროპული კერძების მოსამზადებლად) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი , ორთაჭალა.
სამუშაო გრაფიკი: 8:00-დან 18:30-მდე (დასვენება კვირაში 1 დღე).
საცდელი ვადა: 1 თვე
ანაზღაურება: 700 ლარი (ზრდის პერსპექტივით, 2 თვეში განხილვა)

ძირითადი მოვალეობები:

** ქართული და ევროპული ცივი და ცხელი კერძების (მათ შორის ნახევარფაბრიკატების) მომზადება, ასევე იგულისხმება ქართულ სამზარეულოში ცომეულების მომზადების გამოცდილება/ცოდნა;
**კოლეგა მზარეულების დავალებების შესრულება;
** მომდევნო დღის მარაგების დამზადება;
** მაღალი დონის ჰიგიენის ნორმების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
** განვითარების და სიახლეების სწავლის სურვილი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ყურადღებიანი/პოზიტიური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: cafetbilisi@gmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე