კონსულტანტი-მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი-მიმტანი
მომწოდებელი: სწრაფი კვების კაფე
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
პატარა სწრაფი კვების კაფე აცხადებს ვაკანსიას 2 მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (წინამძღვრიშვილის ქ.)
სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 20:00-მდე (11 ს.) და 12:00-დან 21:00 მდე (9 ს), ისვენებთ კვირაში 1 დღე.
საცდელი ვადა: 1 თვე.
სამუშაოს დაწყება: სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ კვირას.
ანაზღაურება: 550 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

სამუშაოს აღწერა:

** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის დახლებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** სავალდებულოა გარკვეული მზა პროდუქტების სრულყოფაში მოყვანა/მომზადება;
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება/სერვირება;
** განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი/პოზიტიური, მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელური;
** ინგლისურის ცოდნა სასურველია;
** დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: cafetbilisi@gmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე