არასიცოცხლის ზარალების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არასიცოცხლის ზარალების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - "Global Benefits Group" (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის ზარალების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 5.
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტო ზარალების დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება (შემთხვევის ადგილზე გასვლა) და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი, კლიენტის განაცხადი, საპატრულო ცნობა და სხვა) მოძიება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შეთხვევაში პრობლემის მოგვარება;
** დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალების ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
** დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია, (ცვეთა, ფრანჩიზა და სხვა.) შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული) მომზადება;
** ავტო ზარალებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამის ფორმაში ასახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა (რუსული და ინგლისური);
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია და სულ მცირე მართვის ორწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიზის უნარი;
** გუნდურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე