სალექციო კურსი - ომი და მშვიდობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალექციო კურსი - ომი და მშვიდობა
მომწოდებელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" თბილისის ოფისი აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში "ომი და მშვიდობა" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაგრძელდება 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

სალექციო კურსის მიზანია, ახალგაზრდებს მიაწოდოს ცოდნა კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევების კუთხით არსებული სხვადასხვა თეორიული მიდგომის, კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ახალგაზრდების როლის შესახებ და ასევე, შესაძლებლობა მისცეს მათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ომისა და მშვიდობის საკითხებზე.

სალექციო კურსის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერები და ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევების კუთხით, წაიკითხავენ მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, გენდერისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ომის მეხსიერება და სხვა. მოწვეულ მომხსენებლებს შორის იქნებიან ნათია ჭანკვეტაძე, პაატა ზაქარეიშვილი, ნარგიზა არჯევანიძე, ვანო აბრამაშვილი, გვენდოლინ სასსე, სონია შიფერსი და სხვები. კურსის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ჩატარდება: ლექცია-სემინარები, პანელური დისკუსიები, პრაქტიკული ვორკშოპები და ფილმების ჩვენება. თითოეული ლექციის მოსამზადებლად მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ შესაბამისი საკითხავი მასალა.

კურსი გაგრძელდება 3 ოქტომბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ. კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობის სერტიფიკატს.

შერჩევის კრიტერიუმები:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, ბაკალავრიატის ხარისხის მფლობელებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების და სამართლის კუთხით. სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა, რადგან საკითხავი მასალის ნაწილი იქნება ინგლისურ ენაზე.

სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სამოტივაციო წერილისა და CV-ის გამოგზავნა ქართულ ან ინგლისურ ენებზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 23 სექტემბერი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: შემოსული განცხადებების გადარჩევა და ინტერვიუები. ინტერვიუების ჩატარების დრო: 26 და 27 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე