უსაფრთხოების სისტემების ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ტექნიკოსი
მომწოდებელი: ინოტექი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
უსაფრთხოების სისტემების კომპანია "INNOTECH" (http://www.innotech.ge) აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ტექნიკოსის პოზიციაზე

მოვალეობები:

** სუსტი დენების დაქსელვა (დაკაბელება)
** ​ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობა
** დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობა
** სანქცირებული დაშვების სისტემის მოწყობა

მოთხოვნები:

** სტრუქტურირებულ კაბელიზაციასთან მუშაობის გამოცდილება
** ყველა ტიპის კაბელის დანიშნულების, დაბოლოებების, მათ სამართავად/მოსაწყობად საჭირო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საფუძვლიანი ცოდნა და გამოყენება
** უსაფრთხოების სისტემების მოწყობილობების, მათ შორის უსადენო მოწყობილობების ტიპებისა და დაერთების პრინციპების ცოდნა
** სასურველია: სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების პროგრამული გამართვის გამოცდილება
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00, შაბათი: 11:00-15:00, კვირა: დასვენება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@innotech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკოსი".
გისურვებთ წარმატებებს!

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე