მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს მიმტანის ვაკანსიას საერთაშორისო კაფე/რესტორნის ქსელისთვის.

არანაირი გამოცდილება არ არის საჭირო, დაიწყეთ თქვენი პირველი სამსახური ახალგაზრდულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში. დააგროვეთ თანხა სწავლისთვის.

სამუშაოს აღწერილობა:

** კლიენტებისთვის მენიუს გაცნობა, სხვადასხვა კერძების შემადგენლობის და მომზადების წესების ახსნა;
** კლიენტებისგან შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების კლიენტამდე დროული მიტანა;
** კლიენტების კმაყოფილების გადამოწმება;
** კლიენტთან ანგარიშსწორება, პოსტერმინალის მოხმარება;
** გაყიდვების გაზრდისთვის ზრუნვა მომსახურების მაღალი ხარისხისა და პოზიტიური განწყობის საშუალებით.

მოთხოვნები: მოტივაცია.

ანაზღაურება: 700-დან 800-მდე (GEL/დღე, ხელზე)
დამატებითი კომპენსაცია: ბენეფიტები, ბონუსები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება
სამუშაო გრაფიკი: დღეში 10 საათი, კვირაში 6 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/53? 2019 წლის 10 ოქტომბრამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე