ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო "რედბერი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით კომპანიის ფინანსური აღრიცხვის წარმოება
** ბუღალტრული გატარებების წარმოება პროგრამა ORIS-ში
** ვალდებულებების და მოთხოვნების მართვა
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის განხრით
** IFRS სტანდარტების ცოდნა
** სასურველია ACCA კვალიფიკაცია - F1, F2, F3 და F7
** MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00.
ხელფასი: 1000-1600 ლარი (კვალიფიკაციის გათვალისწინებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: keso@redberry.ge 30 სექტემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე