უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ცენტრების მოწყობა, მართვა და ადმინისტრირება;
** მონაცემთა ცენტრებში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
** სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი, გასაუმჯობესებელი საკითხების იდენტიფიკაცია;
** სისტემების ბექაფირება და აღდგენები;
** სისტემებში განახლებების/ცვლილებების უზრუნველყოფა;
** ახალი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციები;
** მომხმარებელთა ანგარიშების მართვა;
** სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება;
** სისტემების პერფორმენსის, დატვირთულობის ანალიზი და გაუმჯობესება;
** პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის უნარი;
** სამუშაოების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი სისტემური ადმინისტრატორი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი: 032 2 242 22 22 *313
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე