მიწოდების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების აგენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000469
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: დისტრიბუცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი.
** სფერო: დისტრიბუცია.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

** მიღებული შეკვეთის მიხედვით სამუშაო დღის დაგეგმვა;
** გამოწერილი ინვოისების საფუძველზე, კომპანიის ძირითადი საწყობიდან პროდუქციის აღება, საქონლის ადგილზე დათვლა და ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** კლიენტებისთვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისგან შეკვეთის აღება და დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის მიერ მოთხოვნილი დეფიციტური პროდუქტის მოძიება კომპანიის ფილიალებში და პროდუქციის კლიენტისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/469

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 სექტემბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე