ბავშვთა ადრეული განვითრების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითრების სპეციალისტი
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამები, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.

ასოციაცია "ანიკა" ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქ. თბილისში ასოციაცია "ანიკას" დღის ცენტრის ბაზაზე.

ადრეული განვითარების ქვეპროგრამა ემსახურება 0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.

ასოციაცია "ანიკა" ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბავშვთა ადრეული განვითრების სპეციალისტი/ინტერვენციონისტი

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** საჭიროების შესაბამისად ბენეფიციარების ბინაზე ვიზიტების განხორციელება;
** ბავშვების შეფასება;
** ადრეული განვითარების სტანდარტით ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შექმნა, განხორციელება;
** ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა.
** სოციალური ინტეგრაციის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება,
** მშობლებთან თემატური შეხვედრების დაგეგმვა ორგანიზება (სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციების მომზადება, მშობლების ინფორმირება);
** დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების ვადაში შესრულება;
** ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** პირადი საქმით გათვალისწინებული დოკუმენტაციების მოძიება-შენახვა.
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ​სერთიფიკატი ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპებსა და განხორციელებაში - გაცემული საქართველოს ბავშვთა ადრეული იტერვენციის კოალიციის მიერ
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სპეციალური პედაგოგიკის, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MS Word, Excel
** არასამთავრობო სექტორში მუშაობისთვის მზადყოფნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები

** პიროვნული ურთიერთობების დამყარების, გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** ​ რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 სექტემბერი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: anikavacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე