მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ. 118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამა "SuperFin"-ში მუშაობა
** RS.ge-ში ყოველდღიური ოპერაციების გატარება
** პარტნიორ კომპანიებთან საქმიანი მიმოწერის წარმოება
** ფინანსური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი და მათ საფუძველზე, ყველა ტრანზაქციისა და სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, შესყიდვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები და ა.შ) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა
** გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. იურიდიულ აბონენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება და მისი პროგრამული ასახვა
** სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური შემოწმება
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის თხოვნით სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით
** SuperFin პროგრამის ცოდნა
** სასურველია ACCA-ის პირველი დონის სერთიფიკატი
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (EXCEL-ის საფუძვლიანი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ასაკი: 25-35 წელი

ანაზღაურება: 600 ლარი (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ანაზღაურება გადაიხედება)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე