ოპერაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციული მენეჯერი
მომწოდებელი: აგროსფერო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო".

ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს, გავუჩინოთ მოტივაცია, რათა სოფლის მეურნეობას მეტი ხალისით და ენთუზიაზმით ემსახურონ, საკუთარ მიწაზე მოიყვანონ ქართული მოსავალი, რომელიც მათი კეთილდღეობის საფუძველი და ფინანსური გარანტი გახდება.

ჩვენი ღირებულებაა:

პროდუქციის ხარისხი: წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა: "აგროსფერო"-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგია და პარტნიორული ურთიერთობა

განვითარება და წინსვლა: "ნობლექსი" დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, თელავის სერვის ცენტრში

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამა 1C ERP-ში მუშაობა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამული ასახვა
** პირველადი საბუთების წარმოება და დროულად მიწოდება ბუღალტერიისათვის
** სალაროს კონტროლი
** ნაშთის კონტროლი პროგრამულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მოლარის ან ოპერატორის პოზიციაზე
** რომელიმე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 1C ERP პროგრამაში სამუშაო გამოცდილებას)
** სასურველია, საბუღალტრო საქმიანობის გამოცდილების ქონა

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ 25 სექტემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: hr@noblex.ge და აუცილებლად, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე