რეგისტრატორი, მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი, მითერი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. რეგისტრატორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია: უცხო ენების ცოდნა
** შესაბამის სფეროში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

2. მითერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ჯანდაცვის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში შემოსული პაციენტის, პაციენტის თანმხლები პირის, ვიზიტორის შემოსვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოქცევა და დახმარების შეთავაზება.
** პაციენტის, პაციენტის თანმხლები პირის, ვიზიტორის კვლევისთვის/კონსულტაციისთვის საჭირო კაბინეტის მდებარეობის მისწავლება/მიცილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა,
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კ. ჩაჩავას N5.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მითერი). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 ოქტომბერი.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე