ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** დანახარჯების კონტროლი, ზენორმატიული ხარჯების გამოვლენა და გადახრების ანალიზი;
** რეალიზაციის და ლოჯისტიკის ყოველკვირეულ და ყოველთვიურ რეპორტინგში მონაწილეობის მიღება;
** წლის და თვის ბიუჯეტების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ყოველკვირეული კონტროლი;
** მიმდინარე მარაგების დონის ანალიზი სახეობების მიხედვით და კონტროლი;
** წლის ეკონომიის გეგმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების კუთხით;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე