ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
** საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;
** არსებული საკადრო პროცესებისა და პრაქტიკის გადახედვა/გაუმჯობესება;
** მონაწილეობის მიღება სახელფასო ბიუჯეტის შემუშავება/განხორციელება/კონტროლში;
** კანონმდებლობის, პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
** ელექტრონულ ბაზაში მონაცემების აღრიცხვა და დამუშავება;
** შერჩევისა და დაქირავების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** პერსონალის განვითარების გეგმის შემუშავება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია 1C პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების კუთხით (უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, ვისაც სამუშაო გამოცდილება ექნებათ კომპენსაციებისა და ბენეფიტების მიმართულებით)
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე