მომსახურების კონსულტანტი - რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი - რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მომსახურების კონსულტანტის რეზერვი
სამუშაო ადგილი: ჩოხატაური

პოზიციის მიზანი:

სერვისის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას სს "კრედო ბანკის" სერვისცენტრში. პოზიციის მთავარი მიზანია წესრიგის შექმნა და შენარჩუნება სერვისცენტრში მიმღებში სესხების გაცემის მსვლელობისას. მოვალეობები განისაზღვრება მომხმარებლების მისალმებით, დაკვალიანებით, მიმართულების მიცემით სერვისცენტრის მისაღებში, რათა დაიცულ იქნას მომსახურების დროული გაწევა, გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მომხმარებლების გადამისამართება მომსახურების სტანდარტების მიხედვით. Mმთავარი მიზანია მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება ხარისხიანი მომსახურების გაწევისა და სერვისცენტრის მიმღების შეუფერხებელი ფუნქციონირებით.

მთავარი მოვალეობები:

** "კრედოს" ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ზედამხედველის მიერ წამოყენებული მიზნების შესასრულებლად გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებს არ აღემატება და შეუწყვეტლივ იმუშაოს იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მიაღწიოს თავის მიზნებს;
** შეასრულოს ყველა საქმიანობა "კრედოს" პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად
კლიენტებს სათანადოდ წარუდგინოს ორგანიზაცია.
** ორგანიზაციის მატერიალური და ინფორმაციული ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, "კრედოს" მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად.

კლიენტების მომსახურება ფილიალის მიმღებში:

** მისალმება კლიენტის ფილიალში შესვლისთანავე;
** დახმარების გაწევის შეთავაზება პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** დაკვალიანება და ყურადღების მიქცევა ყველა არსებული თუ პოტენციური კლიენტებისათვის;
** სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში მომხმარებლების სწორი განაწილებითა და სესხის ოფიცრების მიერ დროული მომსახურების გაწევით;
** შემოსული და გასული მომხმარებლების ინფორმირება შემდგომი ნაბიჯების შესახებ მათი მოთხოვნების შესაბამისად;
** მომხმარებელთა რიგითობის დაცვა ფილიალის მიმღებში.

დამატებითი მოვალეობები:

** კლიენტების, პოტენციური კლიენტების, მათი ოჯახის წევრებისა და გარანტორების შემოწმება სხვადასხვა ბაზებში;
** კლიენტების სააპლიკაციო ფორმების შეყვანა "კრედოს" მონაცემთა ბაზაში ("კრედოს" პროცედურებისამებრ);
** სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
** დაქირავებული პირი ვალდებულია აუნაზღაუროს დამქირავებელს მის მიერ მიყენებული ზარალი, რაც გამოწვეულია დაქირავებულის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ან შინაგანაწესის/საკრედიტო პოლიტიკის დარღვევით, რაც გულისხმობს შინაგანაწესის/საკრედიტო პოლიტიკის შეუსრულებლობით სესხების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის დარღვევით შედგენას;
** შეასრულოს ყოველდღიური სამუშაო "კრედოს" მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** იხელმძღვანელოს "კრედოს" ჩაცმულობის სტანდარტების შესაბამისად.

ცოდნა, კვალიფიკაციადაუნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორეკტულობის მაღალი დონე;
** გუდში ნაყოფიერი მუშაობის უნარი და სურვილი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მომსახურების კონსულტანტის რეზერვი ჩოხატაურში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 სექტემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე