სერვისცენტრის უნივერსალური რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისცენტრის უნივერსალური რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის უნივერსალური რეზერვის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკის" (კრედო) სერვისცენტრის საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

თანამდებობა: სერვისცენტრის უნივერსალური რეზერვი
სამუშაო ადგილი: ბათუმი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
** კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
** სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
** უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** თვითმოტივირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უნივერსალური რეზერვი ბათუმში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 სექტემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე