ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტელექტრო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
შპს "ინტელექტრო" 10 წელზე მეტია მუშაობს ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ძირითადი საქმიანობაა, აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა მოწინავე მწარმოებლების პროდუქციის იმპორტი, რეალიზაცია და მონტაჟი საქართველოს ბაზარზე.

ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** არსებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა
** მომწოდებლების ტექნიკურ სპეციალისტებთან კომუნიკაცია
** პროექტების დაანგარიშება
** მომხმარებლებთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისურის ცოდნა საშუალო დონეზე და ტექნიკური ინგლისურის წაკითხვის უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობა
** სამუშაოების დაგეგმვა და შედეგზე ორიენტაცია
** კლიენტებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და კომუნიკაბელურობა
** კანდიტატი უნდა იყოს ორიენტირებული კომპანიის თანამშრომლებისგან გამოცდილების გაზიარებაზე, ტექნიკური სიახლეების გაცნობაზე და პროფესიულ ზრდაზე.

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 500 ლარი. კვალიფიკაციის მატებასთან ერთად ხელფასის ოდენობა შესაბამისად გაიზრდება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: intelectrogeo@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს და გელით ჩვენს გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე