კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტის დისტანციური კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
** კლიენტისგან მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
** კლიენტისგან მიღებული რთული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** ბაკალავრის ხარისხი (განიხილება მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები) სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 600-800 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Support Specialist".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე