PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკო ლაბი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია - შპს "უნიკო ლაბი", რომელიც მოღვაწეობს სილამაზის სფეროში და ფლობს ასევე სალონსაც, აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** რეალიზებადი პროდუქციის მარკეტინგული ამოცანების, სარეკლამო სტრატეგიების შემუშავება და რეალიზაცია (მედია დაგეგმარება, ბიუჯეტირება, კონტროლი)
** საბოლოო მომხმარებლებთან და სისტემური კომუნიკაციის ინსტრუმენტების შეფასება და შერჩევა, მასმედიის საშუალებით.
** რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მოგვარება, პროდუქციისა და კომპანიის პოპულარიზაციისთვის.
** მედიაში კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა, საინფორმაციო მასალების მომზადება (პრეს-რელიზები, ბაზრის შესწავლა, სვეტები, ოპერატიული კომენტარი და ა.შ.)
** კომპანიის ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების კონტროლი და განვითარება
** სემინარებისა და კონფერენციების გამართვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, რეკლამა, PR, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა)
** სპეციალობით სავალდებულო სამუშაო გამოცდილება
** ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ ერთი წელი
** საინფორმაციო სტატიების წერის გამოცდილება სოციალური მედდის კონტროლი
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
** კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 10:00 საათიდან 19:00 საათიდან, ორშაბათი-პარასკევი;
** ხელფასის ოდენობა განიხილება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტოსურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@unicolab.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე