საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას მთელ საქართველოში.

შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი. http://rdzisame.ge/ka

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დაფასოება;
** ავზების, ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის რეცხვა-დეზინფექცია;
** ყველის ამოყვანა და მისი დაფასოება.

სამუშაო გრაფიკი:

** 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00/14:00 - 23:00

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯზე დღეში ერთჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ანაზღაურება: 600-700 ლარის ფარგლებში.

თუ გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენს კომპანიასთან და გახდეთ სიკეთით სავსე გუნდის წევრი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 0322404094, სოციალური ქსელის საშუალებით @rdzisame ან თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე