გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Novamix
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
გერმანული კომპანია შომბურგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში შპს "ნოვამიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობაა ბეტონის დანამატებისა და ჰიდროსაიზოლაციო მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

ძირითადი საქმიანობა:

** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ბაზრის შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა - შეთავაზება;
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთების დროულად შესრულებაზე ზრუნვა;
** ზრუნვა არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობების სრულყოფაზე;
** რეგიონში დისლოცირებული დეველოპერული და სამშენებლო სუბიექტების იდენტიფიცირება.
** რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების (სამშენებლო) შესახებ ინფორმაციის მოძიება.
** რეგიონის ანალიზი: კონკურენტები, სერვისი, საფასო პოლიტიკა და ა.შ.
** პოტენციური მომხმარებლებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების გაკეთება, პროდუქტების რეალიზაცია;
** მართვის მოწმობა (სასურველია).

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან სამშენებლო მიმართულებით)
** სასურველია სამშენებლო სფეროში ან/და სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება და ბეტონთან მუშაობის სპეციფიკების ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა აუცილებელია, უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ან/და თურქული ენების ცოდნასა და ანალიტიკურ აზროვნებას;
** კომპიუტერული MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** აქტიური, თავაზიანი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** გაწონასწორებული;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** სხარტი აზროვნება.
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა და მოტივაცია.

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა მოხდება ადგილზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე sales@novamix.ge;
საგანში "subject" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე