მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ "თბილისის ზღვის პლაზას" მარკეტინგისა და პიარის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის მარკეტინგისა და პიარ სტრატეგიის, ასევე ამ მიმართულებით სამოქემდო გეგმების შემუშავება, შესრულების მართვა, მონიტორინგი, შედეგების ეფექტურობის ანალიზი, რეპორტების მომზადება
** კომპანიის კონკურენტუნარიანობის და გაყიდვების გასაზრდელად კომპანიის ბრენდ პლატფორმის შემუშავება
** კომპანიის სარეკლამო კონცეფციის პოლიტიკისა და მედიაგეგმის შემუშავება/განხორციელება
** კომპანიის სოციალური ქსელებისა და ვებ გვერდის კონტენტის მართვა
** მარკეტინგული და პიარ აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება
არსებული და სამომავლო პროდუქტების ბაზარზე მოთხოვნის შესწავლა, ბაზრის, კონკურენტების მომსახურებისა და პროდუქტების ანალიზი
** კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტთან მჭირდო თანამშრომლობა, მათი უზრუნველყოფა შესაბამისი მასალებით და პრეზენტაციებით
** მასალების რეკლამირებისთვის კონცეფციის განვითარება, საწყისი ეტაპიდან საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე
** კონკურენტების ანალიზი, კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით და სხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პიზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება სავაჭრო ცენტრში იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება)

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
** დროის მართვის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** პრეზენტაციის უნარი
** სტრატეგიული აზროვნების უნარი
** შემოქმედებით აზროვნების უნარი
** სიახლეებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ( CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2019 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე