IT სპეციალისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტის თანაშემწე
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge | www.SAXURAVI.ge) აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს კომპანიის ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა;
** განახორციელოს აპარატურული-პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტიკა, შეკეთება;
** განახორციელოს კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** უზრუნველყოს პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა, დაკონფიგურირება;
** მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - სრული

გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "IT სპეციალისტის თანაშემწე".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე