პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: CMD Fortex
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ავეჯისა და ხის ნაკეთობების კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვის პროცესის მართვა, პროექტით გაწერილი გრაფიკით სამუშაოების წარმოების მკაცრი კონტროლი, არსებული პრობლემების და ჩამორჩენის მიზეზების გამოვლენა - მათი წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობასთან და გადაჭრის გზების შეთავაზება; მატერიალური რესურსების შეფასება, მათი მიწოდებისა და არსებული ნაშთის კონტროლი;
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების ჩატარება;
** პროექტის სრული სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** რისკების განსაზღვრა, შეფასება და მართვა;
** შესასრულებელი სამუშაოების ვადების განსაზღვრა;
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმარება;
** პროექტზე მომუშავე გუნდის წევრებს შორის როლების გადანაწილება.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური სპეციალობებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოებაში ან პროექტების მართვაში;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Word და MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა; ელ. ფოსტის მოხმარების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირება;
** ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: info@fortex.ge არაუგვიანეს 2019 წლის 02 ოქტომბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე