სასერტიფიკატო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტში
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"საქართველოს უნივერსიტეტის" ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას ჯანდაცვის პროფესიონალთა კომპეტენციის გაძლიერების სასერთიფიკატო პროგრამაზე: "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა".

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N9 სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-481).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (საავადმყოფო, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და თანამშრომლებისთვის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენელი დაინტერესებული პირებისთვის, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები;
** ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
** ჯანდაცვითი სერვისები - სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
** ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები;
** ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადია სპექტები;
** საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
** ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
** ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
** ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
** ქეისების განხილვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები);
** ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა.

სწავლების მეთოდები

** ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, ** კრიტიკული ანალიზი, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.
** შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
** სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე;
** პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

ადამიანური რესურსი:

** ოთარ ვასაძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR;
** ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი;
** მარიამ ლობჯანიძე, BMGT, MPH, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი;
** თეა გამეზარდაშვილი, MD, PhD, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
** ნათია ლანდია, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტის უფროსი;
** სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, Welfare Foundation-ის გენერალური დირექტორი;
** მაია კერესელიძე, MD, PhD- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
** თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმღვანელი, ფარმაციის ექსპერტი;
** მაია გოგაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი;
** მარინა შიხაშვილი, MD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ექსპერტი;
** კახაბერ ჯაყელი, MBA, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში;
** ალეკო ტურძილაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე;
** თემურ ვარდოსანიძე, MSc, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინანსური მენეჯერი;
** ნატა ყაზახაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჩაჩავას სახ. კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ., ხარისხის მართვა, ჯანდაცვის კანონმდებლობა, ექსპერტი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დარგში;
** ნია გიუაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, MediClub Georgia ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპეტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში;
** ნონა მაღრაძე MD, MHA, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
** გია კამკამიძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
** თამარ ლობჯანიძე, MSc, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ას. პროფესორი, სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი-შაბათი, სამუშაო დღეებში 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, ხოლო შაბათობით - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და შეუძლიათ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით.

კურსი დაიწყება 2019 წლის 5 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის 2 ნოემბერს.
კურსზე რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.
კურსის ღირებულებაა 750 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 350 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (400 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.
კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი) კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 700 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე: https://ug.edu.ge/ge/jan-treningebi. რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში):

** CV.
** პირადობის მოწმობის ასლი.
** უმაღლესი განათლების სერტიფიკატი.
** სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

სარეგისტრაციო გადასახადის (350 ლარი) გადარიცხვის საბუთი იტვირთება სარეგისტრაციო ფორმაში (შედის კურსის ერთიან ფასში).

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი
ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge
მობ.: 599 88 44 13
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე