დასუფთავების სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: Local Hospitality
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
დამკვეთი კომპანია არის საქართველოში დაარსებული კორპორაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი აქციები მთელს საქართველოში, რომელიც აგრეთვე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოს კურორტებზე, კომპანია გუდაურში გეგმავს სასტუმროს გახსნას 2019 წლის დეკემბერში

სასტუმრო იქნება ქართული სასტუმროების ქსელის ნაწილი, რომელთა გახსნა საქართველოს მასშტაბით იგეგმება მომავალი 5 წლის განმავლობაში.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ულამაზეს ხედებს, 100-ზე მეტ სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს, სასტუმროს აქვს შეხვედრის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, კვების ობიექტები, სპა, დახურული საცურაო აუზი, კერძო ავტოსადგომი, ბარი, ტერასა და სხვა.

რატომ უნდა იმუშაოთ ჩვენთან...

კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მუდმივად მზარდია და კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს 2025 წლისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნან 1, 000 მდე სასტუმროს ნომერი.

დასახელება: დასუფთავების სამსახურის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით

პოზიციის აღწერილობა:

დასუფთავების სამსახურის მენეჯერი პასუხისმგებელია დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე, თანამშრომლებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილებაზე, სამრეცხაოს მომსახურების კონტროლზე, სერვისის ხარისხზე, სტანდარტების შემუშავებაზე, მარაგების კონტროლზე და ვენდორებთან ურთიერთობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაწეროს დეპარტამენტისთვის საჭირო პროცედურები და აკონტროლოს მათი სწორად დაცვა
** უზრუნველყოს თანამშრომლების სისტემატიური ტრეინინგი ქიმიკატებთან დაკავშირებით
** ყოველი სამუშაო ცვლის დაწყებამდე ჩაატაროს დეპარტამენტის შეხვედრა, მოახდინოს თანამშრომლების ინფორმირება მიმდინარე დღის გეგმებთან დაკავშირებით და მოახდინოს გუნდში დავალებების გადანაწილება
** ყოველდღიურად შეამოწმოს ოთახების, სასტუმროს საერთო სივრცეების, აუზის, ეზოს და სხვა ტერიტორიის სისუფთავე
** ყოველდღიურად ითანამშრომლოს ტექნიკურ დეპარტამენტთან და გადაამოწმოს, რომ ტექნიკური ხარვეზები გადაცემულია ტექნიკურ დეპარტამენტთან და ხდება მათზე რეაგირება
** აკონტროლოს მწყობრიდან გამოსული ოთახების სტატუსები
** ყოველთვიურად აკონტროლოს დასუფთავების დეპარტამენტის მარაგები და დროულად მოახდინოს შეკვეთები
** თვის ბოლოს მონაწილეობა მიიღოს მარაგების ინვენტარიზაციაში
** აკონტროლოს დეპარტამენტში არსებული ტექნიკის სამუშაო მდგომარეობა
** იზრუნოს თანამშრომლების მოტივაციაზე და დისციპლინაზე
** აკონტროლოს ვენდორების სერვისის ხარისხი და იქონიოს მათთან სისტემატიური კავშირი (სამრეცხაო და ა.შ.)
** აკონტროლოს სასტუმროს დატვირთულობის პროგნოზი და შეიმუშაოს თანამშრომლების სამუშაო ცხრილი დატვირთულობიდან გამომდინარე
** ყოველი თვის ბოლოს აღრიცხოს და მიაწოდოს შესაბამის დეპარტამენტს თანამშრომლების მიერ ნამუშევარი საათები
** მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესში
** აკონტროლოს სასტუმროში ნაპოვნი ნივთების აღრიცხვა და Lost and Found-ის შესაბამისი პროცედურის დაცვა
** გადაამოწმოს, რომ სტუმრის მიერ დამატებითი მოთხოვნები შესრულებულია ზედმიწევნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** დასუფთავების ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქიმიკატების ზედმიწევნით ცოდნა და მათთან დაკავშირებული ტრეინინგის ჩატარების უნარი
** სტუმრებთან ურთიერთობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@hospitality.ge 2019 წლის 10 ოქტომბრამდე. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე