დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპმანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: დისტრიბუტორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან პროდუქციის მითვლა და მანქანაში ჩატვირთვა
** აღებული შეკვეთების დროულად დარიგება
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით
** სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა
** დღის ბოლოს, ოპერატორისთვის დღის განმავლობაში მიღებული საბუთების ჩაბარება.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე