საცალო გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე ბათუმში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ, მცირე და საშუალო (SME) იურიდიულ პირებზე;
** კომპანიის მიერ მინიჭებულ ბაზათან ერთად კლიენტების ინდივიდულაურად მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
** კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;

საცალო გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა (საწყისი ანაზღაურება შეადგენს ხელზე ასაღებ 300 ლარს) და ბონუსს (გაყიდვების შესაბამისად).

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: igureshidze@gpih.ge; გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე