საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს სტაჟიორი
მომწოდებელი: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი (დეპარტამენტი) აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს სტაჟიორის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

ადგილების რაოდენობა: 5
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

** ექსპერტის დახმარება შენობა ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო (საბალანსო) ღირებულებების დადგენაში;
** ექსპერტის დახმარება შესრულებული ან შესასრულებელი სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების დადგენაში;
** ექსპერტის დახმარება მშენებლობის შესაბამისობის დადგენაში მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან და ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
** ექსპერტის დახმარება შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენაში;
** ექსპერტის დახმარება სხვა სახის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრი
** პროფესია: ინჟინერ-მშენებელი; ინჟინერ-გეოდეზისტი; არქიტექტორი.

დამატებითი მოთხოვნები:

** პროგრამების: ArchiCAD და AutoCAD-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

საკონტაქტო პირი: ანა ივანიშვილი - aivanishvili@expertiza.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე