საინჟინრო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო ექსპერტი
მომწოდებელი: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტის პოზიციაზე.

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

თანამდებობრივი სარგო: 1700-დან 3400 ლარამდე.
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
განცხადების ვადა: 14 დღე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

** შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა;
** შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული პროექტების ექსპერტიზა;
** შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების გაანგარიშება საანგარიშო კომპლექსებით Lira ან Sap 2000 ან autodesk robot და სხვა;
** მშენებლობის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან და ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
** სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სხვა სახის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;
** საკონსულტაციო მომსახურება სამოქალაქო მშენებლობაში.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება
** პროფესია: ინჟინერი.

დამატებითი მოთხოვნები:

** პროგრამების: ArchiCAD და AutoCAD-ის ცოდნა;
** ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია;
** სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

საკონტაქტო პირი: ანა ივანიშვილი - aivanishvili@expertiza.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე