ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საექსპორტო ბაზარზე არსებული საკითხების მოგვარება
** შეკვეთების მიღება: ექსპორტის მენეჯერის პორფელში არსებულ კომპანიებთან ურთიერთობა
** ონლაინ გაყიდვების მიმართულებით სრული ჩართულობა
** მივლინებების დროს საკითხების სრულად დელეგირება
** კორესპონდენციის წარმოება არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან
** გაყიდვების რგოლებთან ინტენსიური კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ექსპორტის მიმართულებით
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა
** ​Excel-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 18 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე