მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი.

პოზიციის ფუნქციები:

** ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ოპერაციების განხორციელება;
** საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა ფულის შეტანა-გამოტანის მიზნით, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტაციის საფუძველზე;
** გაცვეთილი კუპიურების ნუსხის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ბანკისთვის;
** თანამშრომლებზე ხელფასის გაცემის ორგანიზება;
** პროდუქციის რეალიზაციის, უკან დაბრუნების საბუთების მომზადება;
** საწვავის ტალონების მიღების, გაცემის და აღრიცხვის უზრუნველყოფა.

ანგარიშვალდებულება: მთავარი ბუღალტრის წინაშე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@barambo.ge და გზავნილს აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე