ERP გადაწყვეტილების პრისელერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP გადაწყვეტილების პრისელერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "ბიდიო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP გადაწყვეტილების პრისელერის პოზიციაზე.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, "ბიდიოს" საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ხანგრძლივობა: 6 თვე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის #2, "ვერე ბიზნეს ცენტრი"
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების პროცესში კომუნიკაციის წარმოება
** კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პროგრამაში
** სადემონსტრაციო ბაზების ადაპტირება კლიენტთან პრეზენტაციისთვის და პრეზენტაციების ჩატარება
** პროგრამული პროდუქტის განვითარების საჭიროებების გამოვლენა
** კომერციული წინადადების მომზადება.

მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოებს უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ორგანიზებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ERP გადაწყვეტილების პრისეილერი/სტაჟიორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.09.2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე