HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
კომპანია "ბიდიო" აცხადებს HR სპეციალისტის ვაკანსიას.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, "ბიდიოს" საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი.

ფუნქცია/მოვალეობები:

** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა
** პოტენციური კანდიდატების მოძიების მიზნით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა
** ახალმოსული თანამშრომლების პირველადი ორიენტაცია და მათი მხარდაჭერა ადაპტაციის პროცესში
** ახალმოსული თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ტრენინგების ორგანიზება
** სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "HR სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2019 წ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე