მინი დაკრედიტების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მინი დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას მინი დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე, ბათუმში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიისთვის სასურველი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კლიენტისგან სწორი ინფორმაციის ამოღება;
** კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზი;
** საკრედიტო პროექტის მომზადება და რისკების კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრი ან ბაკალავრიატის კურსის სტუდენტი ფინანსების მათემატიკის ან მომიჯნავე განხრით;

ცოდნა

** ელემენტარული მათემატიკის ცოდნა,
** ფინანსების საფუძვლების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა,

უნარ - ჩვევები

** ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი,
** ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების უნარი,
** გაყიდვების უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2019 წლის 11 ოქტომბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე