მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"CCT Chemicals Coating Trading LLC"/შპს "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს.
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

ვაკანსია: მთავარი ბუღალტერი

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი (გადასახადების ჩაუთვლელად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მომსახურების გაწევა დამქირავებლისადმი, საგადასახადო დეკლარაციებისა და წლიური ფინანსური მდგომარეობის ანგარიშების (ბალანსის) შედგენისა და თანმხლები კონსულტაციების გაწევის ჩათვლით;
** აღრიცხვის რეგულარულად წარმოება დამსაქმებლის საქმიანობის შესახებ;
** დამსაქმებლის საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოში მოქმედ საგადასახადო და საბუღალტრო პრინციპებსა და წესებთან;
** კომპანიის თანამშრომელთა ყოველთვიური ხელფასების მართვა;
** ინფორმაციის დროულად მიწოდება ხელმძღვანელისთვის, არსებული დავალიანებების შესახებ, ასევე ყოველთვიური ბალანსის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში და/ან ხელმძღვანელის მოთხოვნით ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისა და მიმწოდებლების დებეტ/კრედიტის შესახებ, პროდუქციის გაყიდვიანობისა და საბანკო სიტუაციის შესახებ. კონტროლისა და კონსულტაციის გაწევა უცხოელი კლიენტებისთვის საერთაშორისო შესყიდვებთან დაკავშირებით;
** დროულად მომზადება და განხორციელება საჭირო საბანკო გადახდების კომპანიის მიმწოდებლებისთვის.
** საექსპორტო საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** საბუღალტრო დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მონიტორინგი;
** საბუღალტრო მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი, აგრეთვე ყოველკვირეული, ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების ან განცხადებების (საკრედიტო/სადებეტო) წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება)
** საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** პროგრამა "Oris"-ში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, Outlook და ა.შ.)

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** კრეატიული აზროვნება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შპს "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ ელფოსტაზე. ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე